მშობლების მიერ შვილების პორნოსესიებით ვაჭრობის საქმე: რას შეუფარდებენ დაკავებულებს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურორის ინფორმაციით, სამ პირს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო მეოთხე დაკავებულის საქმეზე ხვალ იმსჯელებენ

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული შვიდი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში მშობლები შვილების პორნოსესიებით ფულს აკეთებდნენ: დაკავების კადრები

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ. და ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები.

პროკურორის, მარიამ გოგორელიანის თქმით, მშობლებისთვის ცნობილი იყო, რომ მათ შვილებს პორნოგრაფიულ მასალას უღებდნენ.

„ისინი აქირავებდნენ თავიანთ შვილებს, რომ მათთვის შემდგომში გადაეღოთ პორნოგრაფიული შინაარსის შემცვლელი ფოტო და ვიდეო მასალა. შვიდიდან ექვსს ედება ბრალად ორგანიზებული ჯგუფის მიერ ტრეფიკინგის ჩადენა, ხოლო ერთი ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. ექვსი არის მშობელი, ერთი კი, ერთ-ერთი დაკავებულის მეგობარია“, - განაცხადა პროკურორმა.

დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო
პორნოსაიტის თანამშრომელმა კლიენტი „ჩაუშვა“ - პედოფილი დაკავებულია

რაც შეეხება ამერიკის მოქალაქეს, მარიამ გოგორელიანის თქმით, მას პატიმრობა აქვს შეფარდებული, ის მასწავლებელი იყო წლების წინ. ამჟამად, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა, არ ეწეოდა არანაირ საქმიანობას, გარდა ამ დანაშაულისა.

„ყველა მშობელს ჰქონდა ფინანსური გარიგება, თითო ფოტოსესიისთვის იღებდნენ სულ მცირე, 1000 ლარს ან 3000 ლარს. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, ბავშვი რამდენად პოპულარული იყო ამგვარი ფოტოსურათებით დაინტერესებულ პირებში“, – აღნიშნა პროკურორმა.

მისი თქმით, ყველა მშობელს ჰქონდა კომუნიკაცია უშუალოდ ორგანიზატორებთან.

„ხშირ შემთხვევაში, ხდებოდა, რომ თვითონ რეკავდნენ საკუთარი ინიციატივით და ითხოვდნენ, იქნებ, უფრო მალე ყოფილიყო ფოტოსესია. ექვსი მშობლის შემთხვევაში, დაახლოებით 8 არასრულწლოვანზეა საუბარი, თუმცა კიდევ იკვეთებიან სხვა არასრულწლოვნები და ხდება მათი იდენტიფიცირება“, – განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
კოლექტორებმა ინტერნეტით მევალის არასრულწლოვანი ქალიშვილის პორნოკოლაჟი გაავრცელეს

მისი ინფორმაციით, პატიმრობა სამ ადამიანს აქვს შეფარდებული – ერთი არის ამერიკის მოქალაქე, რომელიც იღებდა ფოტო და ვიდეო მასალას.

„ასევე პატიმრობა აქვს შეფარდებული ორ მშობელს, რომლებიც გარდა მათი შვილებისა, ახდენდნენ სხვა არასრულწლოვნების მოზიდვას, სხვა მშობლებთან დაკავშირებას და შეგროვებას. ერთი კი, ცალკე სისხლის სამართლის საქმეა და ცალკე განიხილება ხვალ სავარაუდოდ, ის არის ავსტრალიის მოქალაქე, იღებდა მასალას, თუმცა არ იკვეთება ამ 10 ბრალდებულთან კავშირი“, – აღნიშნა პროკურორმა.

რა შეიძლება მოიმოქმედოს მშობელმა, როცა ბავშვი კომპიუტერსაა მიჯაჭვული - რჩევები მშობლებს >>

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0