გუდიაშვილის მოედანზე კიდევ 12 შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს – მიღებული გადაწყვეტილებისთვის, ისე პროექტში ჩართულ ხელოვნებათმცოდნეებსა და არქეოლოგებს.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა, ნათქვამია დედაქალაქის მერიის ოფიციალურ გვერდზე. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: მერიას აინტერესებს მოსახლეობის აზრი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე

კალაძის თქმით, სულ იგეგმება 26 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელთაგან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„ჩვენ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. დაახლოებით 14 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ კიდევ დაემატა 12 შენობა-ნაგებობა. 26 შენობიდან, რომელზეც მე ვსაუბრობ, 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“, — აღნიშნა კალაძემ მასმედიასთან საუბრისას.

თბილისის მერმა ჟურნალისტებთან ძველი თბილისის რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს – დაფინანსებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის, ისე პროექტში ჩართულ ხელოვნებათმცოდნეებსა და არქეოლოგებს.

კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები, სავარაუდოდ, 2020 წლის შემოდგომისთვის დასრულდება და „გუდიაშვილის მოედნის სახით დედაქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შეემატება“.

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0