თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდში სასწრაფო დახმარების მანქანისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.
შეჯახება მოხდა გზაჯვარედინზე, როდესაც სასწრაფოს ავადმყოფი გადაჰყავდა.
ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.