Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველგან კონტროლი“ – მამულიჩას და შორენა ბეგაშვილის ურთიერთობას ლელა წურწუმია აკონტროლებს

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი კახა მამულაშვილი
შორენა ბეგაშვილი კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილს ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების უმეტესობა ემეგობრება. მეტიც, მათი ჩვეულებრივი ურთიერთობა ოჯახურ იდილიად გადაიქცა და ახლა მამულიჩას ვარსკვლავ მეგობრებს განიხილავენ.

შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრება ქართული შოუ-ბიზნესით გატაცებულ ადამიანებს ძალიან აინტერესებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები სხვადასხვა თემებზე დუმილს არ არღვევენ, მათი სოციალური ქსელი ბევრ ფაქტორზე მეტყველებს. შორენა ბეგაშვილის მოკრძალებული Instagram-ის 6 „ფოლოვერი“ ერთგვარი წყაროა.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში აქტიურ მსახიობს მხოლოდ მამულიჩა, შეყვარებული და კომპანიები ჰყავს დამეგობრებული, რომლებთანაც ინტენსიურად თანამშრომლობს. ეს ერთგვარი ვარსკვლავური ტრენდია. ამერიკელ და ევროპელ ცნობილ სახეებსაც სოციალურ ქსელში მხოლოდ უახლოესი ადამიანები ჰყავთ „დაფოლოვებული“.

მამულიჩა და ლელა მეგობრებთან ერთად აქტიურად ემზადებიან 4 ოქტომბრისთვის. სპორტის სასახლეს ლელა წურწუმიას სოლო კონცერტის უზარმაზარი ბანერი უკვე ამშვენებს. სწორედ ამ კონცერტისადმი მიძღვნილ საღამოზე ერთად იპოზირეს ცნობილმა პროდიუსერმა და მსახიობმა შორენამ.

სექსუალური მსახიობი და პოპულარული პროდიუსერი ლელას ბანერთან ისე დგანან, თითქოს მათ უკან პოპ-დივა დგას და უთვალთვალებს. ლელას მეუღლემ ფოტოს ხუმრობით წარწერა „ყველგან კონტროლი“ დაურთო. გამოქვეყნებულ სურათს უკეთ თუ დააკვირდებით, ნამდვილად აღმოაჩენთ, რომ ლელა მამულიჩას და შორენას თითქოს აკონტროლებს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა პოპ-დივა გაამხნევა და დააკომენტარა: „რად უნდა კონტროლი... ლელასნაირი მაგარი ქალი არ შემხვედრია“.

ყველა ახალი ამბავი
0