ნიღბები „ძალიან საშიში კინოდან": პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების ბოლო აქტი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცა. სიაში 34 პატიმარი შევიდა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდა აქტივისტები შეიკრიბნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობისთვის გასამართლებულთა შეწყალების გასაპროტესტებლად.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
ნიღბები „ძალიან საშიში კინოდან: პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

კრიტიკის პირველი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც გაირკვა, რომ აგვისტოში შეწყალებულ პირთა შორის იყო 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძე. მოგვიანებით მასმედიამ გაარკვია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძეც.

„ჩვენ დღეს გამოვედით ფილმ „ძალიან საშიში კინოს" ნიღბებით, რადგანაც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ასეთ კინოში და გვინდა, რომ იგი დასრულდეს", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების ბოლო აქტი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცა. სიაში 34 პატიმარი შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0