აშშ-მა თბილისში პედიატრიული ონკოცენტრის დაარსებისთვის 700 ათასი დოლარი გამოყო

© Pixabay / Pixabay / 1662222საავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თბილისში პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის 700 ათასი დოლარი გამოყო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.  

„ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ „გლობალ ჰილინგსა“ და „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრს 700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება. პროექტი ხორციელდება Global Healing-თან და St. Jude Children’s Research Hospital-თან ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0