ცნობილია, რომ ზაალ ხეცურიანს ცოლ-შვილი არ ჰყავს. შესაბამისად, ქალებთან მისი გამოჩენა დიდ ხმაურს იწვევს. თაყვანისმცემლები ხშირად იძიებენ, თუ ვინ არის დიზაინერთან ერთად ფოტოზე აღბეჭდილი. ზაალი, თავის მხრივ, ხუმრობს და სხვადასხვა ქალბატონს მის ცოლობას აწერს. რამდენჯერმე ამას სტატუსიც მიუძღვნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ფანები დააინტერესა.
ზალიკო ბერგერი და თამო ვაშალომიძე საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და ბომონდურ საღამოებზე ერთად სულ უფრო დ უფრო აქტიურად ჩნდებიან. მათი მეგობრობის შესახებ ბევრი ადამიანი საუბრობს. რამდნიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა სურათებმა ინტერნეტ-სივრცე მოიცვა. ფანები თამოს სექსუალურ კაბაზე, ხოლო ზალიკოს სახის გამომეტყველებაზე უწყვეტად საუბრობენ. თამოს მიმზიდველი მოკლე კაბების არავის უკვირს, მაგრამ ამ ბოლომ ყველა შოკში ჩააგდო.
მისი სამოსი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს-ესაა გაიხევა და სექსუალურ ტანს ყველა დაინახავს. თასმებით მოჭერილი უმოკლესი შავი კაბა თამოს სხეულს ამშვენებს და ზალიკოს აშკარა გაოცებას იწვევს. ზაალ ხეცურიანი სახის მიმიკებსაც კი ვერ თოკავს თამოს ცეცხლოვანი ტანის და პოზების გამო. კაბაზე მეტად თამო ვაშალომიძის მორიგმა თამამმა ნაბიჯმა მიიზიდა ყურადღება. ფოტომოდელმა საცვლებზე მორიგი უარი თქვა.
თამოს და ზალიკოს უკანასკნელმა გამოჩენამ ასეთი კომენტარები დაიმსახურა: „თამო, ტრუსი არ გაცვია?!“; „ბიჭი ჯობს“; „თამო, კაცი გააძეგლე?“; „სიხარულებო, ერთმანეთს უხდებით!“... ეპატაჟური და სკანდალური ვარსკვლავები პოპულარობისთვის არაფერზე ამბობენ უარს. ზალიკო ბერგერის სოციალურ ქსელში პირდაპირ ჩართვებს მილიონზე მეტი ნახვა აქვს, თამო ვაშალომიძის სექსუალურ ფოტოებს კი სულ უფრო და უფრო მეტი მოწონება.