Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ნინი ქარსელაძე ბიძაშვილის ქორწილში – ფოტოები

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მის მიერ დაწერილ სტატუსებს საზოგადოება აქტიურად განიხილავს.

მომღერალი ნინი ქარსელაძე ბიძაშვილის დუდა ქარსელაძის ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოები მომღერალმა Instagram-ის „სთორიში“ ატვირთა სათაურით „ძმის ქორწილი“. დუდა ქარსელაძე ულამაზეს მოდელ ალექსანდრა კარპოვაზე დაქორწინდა.

დუდა ქარსელაძე ივლისში გარდაცვლილი თეკუჩა ქარსელაძის ძმისშვილია. თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა.

Instagram-ზე ნინი ქარსელაძე მამაზე სულ უფრო ხშირად წერს. გულისტკივილსა და მწუხარებას მეგობრებს უზიარებს და მათი თანადგომით ძლიერდება. რამდენიმე დღის წინ მამის ფოტო კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და გულის ამაჩუყებელი სიტყვები დაურთო: „მამა, გთხოვ, ღმერთს უთხარი, უმამოდ დარჩენილი გოგოები უფრო მეტად უყვარდეს...“

ნინის და თეიმურაზ (თეკუჩა) ქარსელაძეებს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. ნინი მამას ტყუპისცალს უწოდებს. სხვადასხვა ინტერვიუებში მომღერალი ხშირად იხსენებს ბავშვობაში მამასთან გატარებულ ლამაზ დღეებს, მამის უშუალო და თბილ ხასიათს. ნინი ქარსელაძე საზოგადოებამ პატარა ასაკიდან გაიცნო, მაშინ, როცა ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან" ერთად კლიპი ჩაწერა.

ყველა ახალი ამბავი
0