თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. იტალიის პოლიციამ მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
41 წლის თ.ბ.-ზე ძებნა რუსეთის ფედერაციამ 2015 წლის აგვისტოში გამოაცხადა. მას მკვლელობისთვის 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
მამაკაცი ბოლონიაში, მარკონის აეროპორტში, მას შემდეგ აიყვანეს, რაც მესაზღვრეებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს. ამჟამად ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
სასამართლო მისი რუსეთში ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს.