საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში 700-მდე სკოლაში განხორციელდა.
მომღერალ ნინი ბადურაშვილის ოჯახში ორშაბათ დღეს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ, რადგან წელს სკოლაში პირველად მივიდა როგორც ნინის ქალიშვილი ელენე კუტალაძე, ასევე მისი დის ანასტასია თოფურიძის ვაჟი ლადო. პატარებისთვის მშობლებმა წმინდა გიორგის სახელობის სკოლა შეარჩიეს. ისინი ერთ კლასში ისწავლიან. მათი კლასელი იქნება მომღერალ გიო ხუციშვილის ქალიშვილი ელენე ხუციშვილიც.
6 წლის არის ნანკა კალატოზიშვილის და კალათბურთელ ირაკლი კეიდიას ვაჟი დანიელ კეიდია. დანიელი სკოლა „ლოგოსში“ ისწავლის, რომელიც მის სახლთან ახლოს არის და ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ნანკამ შვილისთვის ეს სკოლა შეარჩია, ესეც გახლავთ. პატარა დანიელი სკოლაში მამამ და ნანკას დედამ მიიყვანეს, რადგან თავად ნანკა ერთი თვით ჩინეთში იმყოფება გასტროლებზე.
წელს პირველად წავიდა სკოლაში დავით ნარმანიას და თიკა თინიკაშვილის მესამე შვილი ილია დენის ნარმანია. ილია დენის ნარმანიასთვის სასწავლო წელი 9 სექტემბერს დაიწყო, ის მშობლებმა „ევროპულ სკოლაში“ მიიყვანეს.
წელს წავიდა პირველად სკოლაში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის უმცროსი ქალიშვილი ანა ბეატრისი. ის მშობლებმა სკოლაში ერთად მიიყვანეს. ფოტოები სოციალურ ქსელში არჩილ თალაკვაძემ გაავრცელა.
„დღეს მე და ქეთიმ შვილები სკოლაში წავიყვანეთ. წელს ანა ბეატრისის ჯერია. წარმატებები პირველკლასელებს!“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
„ბაქსვუდის“ სკოლაში მიიყვანა შვილები ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ. ბიჭები ჟურნალისტს ექიმ მიშა ხუჯაძისგან ჰყავს.
პირველ კლასში მივიდა წელს მოდელისა და ტელეწამყვანის ალექსანდრა პაიჭაძის შვილიც.