საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით მამაკაცი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Igor Zaremboტკიპა
ტკიპა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და სავარაუდოდ, დაავადება ცხოველთან კონტაქტის დროს ტკიპის ნაკბენის შედეგად განუვითარდა

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში, ასპინძაში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

კლასში - Sputnik საქართველო
„დიდი რისკი“ – მთავარი ინფექციონისტი მშობლებს აფრთხილებს

უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და სავარაუდოდ, დაავადება ცხოველთან კონტაქტის დროს ტკიპის ნაკბენის შედეგად განუვითარდა. ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება.

მიმდინარე წელს ეს გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. გასულ წელს 12 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა და ერთი ლეტალურად დასრულდა.

ყირიმ-კონგოს ცხელებაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ყირიმ–კონგოს ცხელება იწყება ტემპერატურის მატებით. 38-40 გრადუსამდე იზრდება ტემპერატურა, იმის მიხედვით, თუ როგორია ორგანიზმის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ამ დროს კანზე, თვალებზე, ლორწოვან გარსზე ვითარდება სისხლჩაქცევები.

ყველა ახალი ამბავი
0