ქართველმა ოძეკიმ მიმდინარე ტურნირზე ოთხ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა

© Facebook / Ministry of culture and sport of Georgiaლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
წოდების შესანარჩუნებლად ქართველმა სუმოისტმა დარჩენილი ექვსი ორთაბრძოლიდან ოთხი გამარჯვება უნდა მოიპოვოს

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს ტურნირზე მეოთხე ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.

ტურნირის მეცხრე დღეს ტოჩინოშინმა კომუსუბი ენდო დაამარცხა. გორგაძემ ტაჩი აიზე ჰენკა შეასრულა და მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა.

 

„თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ენდოს წინააღმდეგ ტაჩი აიზე ჰენკას გამოვიყენებდი. როგორც წესი, ამ ილეთის გამოყენებისას მარჯვნივ გავდივარ ხოლმე, მაგრამ ახლა მარცხნივ გაწევა გადავწყვიტე. ჩემი მეტოქე სწორედ ამან დააბნია“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა გორგაძემ თავის გამარჯვებას იაპონურ გამოცემა nikkansports–თან საუბრისას.

ტოჩინოშინმა აღნიშნა ასევე, რომ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ არის. სპორტსმენის თქმით, მხრისა და მუხლის ტრავმები ჯერ კიდევ თავს ახსენებენ.

ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
ქართველ სუმოისტზე იაპონიაში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

„მე თვითონაც არ მომწონს, როგორც ვიბრძვი. მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთო, რათა დასახულ მიზანს მივაღწიო – რვა ორთაბრძოლა მოვიგო“, – აღნიშნა ტოჩინოშინმა.

აკი ბაშოს მეათე დღეს გორგაძე აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირას ტიოტაირუს შეხვდება. მათი პირადი შეხვედრების შედეგი ამ დროისთვის ქართველი სპორტსმენის სასარგებლოდ ასე გამოიყურება – 7:2.

ტურნირის ცხრა დღის შემდეგ ტოჩინოშინს გამარჯვებებისა და დამარცხებების უარყოფითი ბალანსი დაუგროვდა – 4:5. დარჩენილ ექვს ორთაბრძოლაში გორგაძემ ოთხი გამარჯვება უნდა მოიპოვოს, რათა დადებითი ბალანსი შეინარჩუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ოძეკის წოდებას დაკარგავს.

ყველა ახალი ამბავი
0