მოდელი, ტელეწამყვანი და ფიტნეს-ინსტრუქტორი თამამ ნაბიჯებს არ უშინდება. 21 წლიდან სხვადასხვა პროფესიებს ირგებს და არასდროს ჩერდება. მას სოციალურ ქსელში უკვე 90 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ახალგაზრდა მოდელი, თავის მხრივ, საკუთარ გვერდს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ სურათის აღწერით. მის გადაწყვეტილებებს საზოგადოება დადებითად ეკიდება, ნაწერებს კი აქტიურად კითხულობენ და საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებენ.
ალექსანდრა თაყვანისმცემლებს ახალ შთაბეჭდილებებს, ემოციებს, მოგზაურობის დეტალებს, ან ახალ ტუჩსაცხს დიდი მონდომებით უზიარებს. ტელეწამყვანის თითოეული ფოტოსესია წინაზე ბევრად ცეცხლოვანი და მიმზიდველია. ალექსანდრა ესთეტიკის და სილამაზის მოყვარულია. ამაში თავად დარწმუნდებით, თუ მის სოციალურ ქსელს თვალს გადაავლებთ. ბუნებრივია, ცნობილი მოდელის პერსონალურ გვერდზე მამრობითი სქესის წარმომადგენლები მეტად აქტიურობენ. მიუხედავად ამისა, მშვენიერი ალექსანდრა ისევ მარტოა.
21 წლის დაოჯახდა და მალე ვაჟი დემეტრე შეეძინა. მისი რჩეული ფეხბურთელი გიორგი ხატიაშვილი იყო. შვილის აღზრდაში დიდ ძალისხმევასა და მონდომებას დებს, რათა დემეტრე ნამდვილ ჯენტლმენად გაზარდოს. როგორც ჩანს, დედა-შვილს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.
ალექსანდრას პირადი ცხოვრების ან კარიერის გარშემო სკანდალები ნაკლებად ვრცელდება. პოზიტიურმა მოდელმა ამჯერად უჩვეულო პოზირებით გააკვირვა მეგობრები და Instagram-ის „ფოლოვერები“. ბათუმის ერთ-ერთ ლამაზ სადარბაზოში გადაწყვეტილი ფოტოსესია უჩვეულოდ გამოიყურება. ალექსანდრა კიბეზე სიფრიფანა კაბაში გამოწყობილი, ფეხშიშველი, წამოწოლილი პოზირებს, რამაც მის გარშემო აჟიოტაჟი გამოიწვია. სურათს კი მორიგი ბრძნული წარწერა ახლავს: „იქ ხარ, სადაც ღმერთს ახლა სურს რომ იყო, ყველა გამოცდილებას თავისი რიგი აქვს... სრული კაიფია ამის გაცნობიერება, აღარც ანერვიულდები, აღარც იტირებ...“