Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მილიონერი თოშა ქებურია მეორე შვილის მამა გახდა - ნახეთ რა სიურპრიზი გაუკეთა მეუღლეს

© Facebook / Katie Jgentiქეთი ჟღენტი
ქეთი ჟღენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტის ოჯახ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა. წყვი­ლი მე­ო­რე შვი­ლის მშობ­ლე­ბი გახ­დნენ

თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტის პატარა ბი­ჭუ­ნა ქვე­ყა­ნას ორი დღის წინ მო­ევ­ლი­ნა. მას მშობ­ლებ­მა ბაბუის - ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს.

თო­შამ და ქე­თიმ Instagram-ზე უკვე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ერ­თობ­ლი­ვი სელ­ფი, სა­დაც ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი მო­დე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ქეთიმ „სთორიში“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ მიულოცა მეუღლემ ბავშვის გაჩენა.

წყვილს პირველი შვილი 2018 წლის სექტემბერში შეეძინა. მათ გოგონა გაუჩნდათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. თოშა ქებურიამ და ქეთი ჟღენტმა ერთი წლის წინ მოულოდნელად იქორწინეს და ქორწილი კაჭრეთში გადაიხადეს, სადაც პატარძალს „ელ სააბის“ კაბა ეცვა.

თოშა მილიონერი ბიზნესმენის ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტის, კერძოდ, რბოლის სიყვარულით მიიქცია.

ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე მისი მოტოციკლებითა და ავტომობილებით გატაცების შესახებ. თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა.

სიმპათიური ბიჭი მომღერალ და ტელეწამყვან ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ სასურველი სასიძო ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე სთხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0