„საფეხბურთო თერაპია“ მოქმედებაში: წეროვანში სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

© Photo: Arveladze Foundation /არველაძეების ფონდი წეროვანში სტადიონის რებილიტაციას ახორციელებს
არველაძეების ფონდი წეროვანში სტადიონის რებილიტაციას ახორციელებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი ფეხბურთელები - ძმები არველაძეები კურირებენ პროგრამას, რომლის მიზანია სოფლებში ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბება.

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. წეროვანში „არველაძეების საქველმოქმედო ფონდის“  (Arveladze Foundation) მიერ საქველმოქმედო პროგრამა „საფეხბურთო თერაპიას“ ფარგლებში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ნათქვამია ფონდის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არველაძეების პროექტი „საფეხბურთო თერაპია“ ერთი წლის გახდა >>

ფონდში აღნიშნავენ, რომ წეროვნის დევნილთა დასახლებაში სტადიონის რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„პირველ ეტაპზე, გაიზარდა მოედნის ფართობი, გაკეთდა დრენაჟი, დამონტაჟდა განათების ბოძები. ლითონის ბადეების დამონტაჟების შემდეგ, დაიწყება შეღებვითი სამუშაოები და დაიგება მოედნის საფარი. ტრიბუნის დამონტაჟების შემდეგ, განახლდება ფეხბურთის კარები და დამონტაჟდება კალათბურთის ორი ახალი ფარი“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
შოთა არველაძე უზბეკეთში მარტის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

ცნობილი ქართველი ფეხბურთელების — ძმები არველაძეების ინიციატივით შექმნილი „საფეხბურთო თერაპია“ არსებობის სამ წელს ითვლის. პროექტი „არველაძეების საქველმოქმედო ფონდის“  (Arveladze Foundation) ინიციატივით ხორციელდება. მისი ძირითადი მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებსა და სასაზღვრო ზოლის მახლობლად მდებარე სოფლებში ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბება.

ფონდში აღნიშნავენ, რომ დევნილთა დასახლებაში სტადიონის რეაბილიტაციის პროექტს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან პარტნიორობით ახორციელებენ.

არჩილ არველაძე: უცებ ერდოღანი მოტრიალდა, დაგვინახა და გაგვიღიმა >>

რევაზ, შოთა და არჩილ არველაძეებმა საქველმოქმედო ფონდი Arveladze Foundation-ი 13 წლის წინ შექმნეს.

ყველა ახალი ამბავი
0