მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე გაქურდეს. სოციალურ ქსელში მან საკუთარი მანქანის საბურავის ფოტო გამოაქვეყნა და პოსტი დაწერა.
„ოთხივედან დახსნილია... სარკეები და კანტები ჯერ ადგილზეა „ჯიგრები“, - წერს ქრისტინე.
მომღერლის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც მომხმარებლები წერენ, რომ მალე მსგავსი ფაქტები საერთოდ არავის გაუკვირდება.
პოსტს გამოეხმაურა რეპერი ძვალი და მან იუმორნარევი კომენტარი დაწერა: „შენ კიდევ „რუსთავი 2“-ში დარჩი“. ქრისტინე ძვალის პოსტს არ გამოხმაურებია.