სახელმწიფო ოპერატიული დაცვის დეპარტამენტის (სოდის) ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ ცოლი მოიყვანა. ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილმა ქმარმა უკრაინელი კატალინა დიდა რამდენიმე თვის წინ დანიშნა.
წყვილი ფოტოების გადაღებას და სოციალურ ქსელში განთავსებასაც არ ერიდება, „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ბოლო ფოტოებში კი, რომელსაც წყვილი უცხოებისთვის არ ასაჯაროებს, ჩანს, რომ ერეკლესაც და კატალინასაც მარჯვენა ხელზე საქორწინო ბეჭდები უკეთიათ.
სოდის ყოფილი ხელმძღვანელი და მისი საცოლე ბოლო წლებია უნგრეთში ცხოვრობენ.
ერეკლე კოდუას ორი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. ეს მისთვის მესამე ქორწინებაა. როგორც ჩანს, კოდუას მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მეუღლის ნათესავებთან.
წყვილს უნგრეთში ზაფხულში ჯერ ერეკლეს ძმა და რძალი, შემდეგ კი შვილები სტუმრობდნენ.