Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როდისაა ქორწილი?“ - ნინი ბადურაშვილმა ახალგაზრდა ბიზნესმენს კანში დედასთან ერთად ჩააკითხა

© courtesy of Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ნინი ბადურაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ლამის „გაათხოვეს“. მომღერალი მუდმივად ყურადღების ცენტრშია

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილის პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების განხილვის თემაა. ტაბლოიდებს არასდროს რჩებათ უყურადღებოდ მისი არცერთი მეგობარი მამაკაცი, თუ აქტიური თაყვანისმცემელი, შესაბამისად, მის სოციალურ ქსელსაც აქტიური მიმდევრები ჰყავს.

რამდენიმე დღის წინ ნინის ახალმა აქტიურობამ, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ჭორაობის ახალი საბაბი მისცა. ნინი ჯერ აეროპორტში დაფიქსირდა მეგობარ მამაკაცთან ერთად, ახლა კი პერიოდულად აქვეყნებს მასთან ერთად „სთორებს“ საფრანგეთიდან.

ნინის პარტიორი კი არც მეტი, არც ნაკლები ახალგაზრდა ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძეა, რომელიც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ ცნო­ბი­ლია სა­ხე­ლით - რამ­ზე­სი. პროფესიით ვე­ტე­რი­ნა­რი მდიდ­რუ­ლი იახ­ტე­ბის ბიზ­ნეს­შია და ხშირად ჩნდება მოდურ წვეულებებზე. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, ნინი ბადურაშვილის კლასელი იყო და ბავშვობაში დიდი ხნის განმავლობაში უყვარდა.

„მთელი ბავშვობა მიყვარდა, მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით, სხვანაირი ბიჭები მოსწონდა. დღეს ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ჩემი თავის გამკვირვებია დღეს, როდესაც ჩემთან ეს გრძნობა დამთავრდა, მაშინ დავიწყეთ მეგობრობა“, - ამბობდა გიორგი ჩიკვაიძე. დღეს რა მიზნით იმყოფება წყვილი ერთად დასასვენებლად უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ დროს შესანიშნავად ატარებენ.

მომ­ღე­რალ და ტელეწამყვან ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის პი­რა­დ ცხოვ­რე­ბას მა­ში­ნაც განიხილავდნენ, როდესაც ის გასათხოვარი იყო მაგრამ განსაკუთრებული აქტუალობა და კრიტიკული გამოხმაურება, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძესთან დაოჯახებამ გამოიწვია, რომლისგანაც 6 წლის გოგონა - ელენე ჰყავს. მასთან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ უფრო მე­ტად და­ი­წყეს პი­რა­დის „ქექ­ვა“.

ცოტა ხნის წინ გიორგი ჩიკვაიძემ კანიდან Instagram-ზე ნინისთან ერთად გადაღებული ვიდეო დადო. „ჩამევიდა“ - ამბობს ბიზნესმენი, რომელსაც ნინი ბადურაშვილიც მხიარულად ჰყვება. ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლები ინტერესდებიან, როდის არის ქორწილი.

ნინი ბადურაშვილი კანში დედასთან, ცნობილ მომღერალ ეკა კახიანთან ერთად იმყოფება, რასაც მისი „ინსთაგრამ სთორის“ ვიდეო და ფოტოებიც მოწმობს.

ყველა ახალი ამბავი
0