ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

© photo: Georgian Judo Federation / FBგიორგი თუთაშვილი
გიორგი თუთაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს ძიუდოისტები ორ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა გიორგი თუთაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-21), რომელიც ფინეთის ქალაქ ვანტააში ტარდება, ოქროს მედლები მოიპოვეს.

თუთაშვილმა, რომელიც 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალურ ორთაბრძოლაში მოლდოვის წარმომადგენელი ადილ ოსმანოვი დაამარცხა.

რაც შეეხება ლიპარტელიანს, იგი 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მან იტალიელ სილვია პელიტერის არც ერთი შანსი არ დაუტოვა.

19 წლის ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი-ძიუდოისტია, რომელიც 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გახდა ჩემპიონი. გასულ წელს ლიპარტელიანმა U-23-ზე ვერცხლი მოიპოვა.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს ძიუდოისტები ორ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. მამაკაცებს შორის ტატამზე ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი (ორთავე -81 კგ), ქალთა შორის კი მარიამ ჭანტურია (-70 კგ) გამოვლენ.

ყველა ახალი ამბავი
0