დევისის თასის პირველი დღე: საქართველო–ნორვეგიის შეხვედრა ფრედ დასრულდა

© Photo: Georgian Tennis Federation / FB დევისის თასი. პირველი დღე. საქართველო–ნორვეგია
დევისის თასი. პირველი დღე. საქართველო–ნორვეგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუნდები 14 სექტემბერს სამ შეხვედრას ჩაატარებენ, აქედან პირველი წყვილთა შორის იქნება

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა ჩოგბურთში ოსლოში ნორვეგიის წინააღმდეგ თამაში 1:1 დაასრულა. თამაში ევრო–აფრიკული ზონის მეორე მსოფლიო ჯგუფის ფარგლებში დევისის თასის გათამაშების პირველ დღეს გაიმართა.

პირველ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ალექსანდრე მეტრეველი (695–ე АТР–ს რეიტინგში) და ვიქტორ დურასოვიჩი (323). მიუხედავად კლასში მნიშვნელოვანი განსხვავებისა, გამარჯვება ორ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მოიპოვა – 7:5, 6:4. მატჩი თითქმის საათნახევარს გაგრძელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ჩოგბურთელი, სერიოზული ტრავმის შემდეგ, კორტებს მხოლოდ ორი თვის წინ დაუბრუნდა.

მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებს მცირე შანსები ჰქონდა. გიორგი ცივაძე (923) ნორვეგიელთა ლიდერს კასპერ რუუდს დაუპირისპირდა, რომელსაც რეიტინგში მე–60 ადგილი უკავია. რუუდმა თავისი უპირატესობა სულ რაღაც 52 წუთში, ორ სეტში დაამტკიცა – 6:1, 6:0.

მეორე დღეს, 14 სექტემბერს გუნდები სამ შეხვედრას გამართავენ. აქედან პირველი წყვილთა შორის იქნება. მეტრეველი/ბაკშის დუეტს დურასოვიჩი–რუუდის წყვილი დაუპირისპირდება. ამის შემდეგ გაიმართება ინდივიდუალური შეხვედრები – მეტრეველი–რუუდი და ცივაძე–დურასოვიჩი.

ყველა ახალი ამბავი
0