Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დევიდ გარეტი საქართველოში დედასთან ერთად ჩამოვიდა – ფოტოები აეროპორტიდან

© photo: David Garrett / FB დევიდ გარეტი
დევიდ გარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსი კონცერტს საკუთარი შემოქმედების ათი წლის იუბილეს მიუძღვნის.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი საქართველოში დედასთან დავ გარეტ ბონგარტცთან ერთად ჩამოვიდა. მუსიკოსი სოციალურ ქსელში თბილისის აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მისი ჩამოსვლის კადრები კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმაც გაავრცელა, რომელიც კონცერტის ორგანიზატორია. კონცერტი დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

მუსიკოსი საკუთარ ორკესტრთან ერთად ქართველი მსმენელის წინაშე თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე წარდგება. საღამო გაიმართება სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პუბლიკა გარეტის შესრულებით მოისმენს კომპოზიციებს მისი ბოლო ალბომიდან Unlimited - Greatest Hits. მუსიკოსი კონცერტს საკუთარი შემოქმედების ათი წლის იუბილეს მიუძღვნის. 

ჯესი ჯეი - Sputnik საქართველო
ჯესი ჯეი სასტუმრო „პარაგრაფიდან“ პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს

დევიდ გარეტი 38 წლისაა. იგი ამერიკელი პრიმა-ბალერინა დავ გარეტისა და გერმანელი იურისტის ჯორჯ პიტერ ბონგარტცის ოჯახში დაიბადა. მუსიკოსმა ფსევდონიმად დედის გვარი აიღო.

დევიდმა ვიოლინოზე დაკვრა 4 წლიდან დაიწყო, 3 წლის შემდეგ კი ქალაქ ლიუბეკის კონსერვატორიაში ჩააბარა. ცხრა წლის მევიოლინის დებიუტი Kissinger Sommer-ის ფესტივალზე შედგა, 12 წლისამ კი ბრიტანელ მევიოლინესთან იდა გენდელთან დაიწყო მუშაობა.

11 წლის გარეტმა სტრადივარიუსის პირველი ვიოლინო მიიღო საჩუქრად გერმანიის პრეზიდენტ რიხარდ ფონ ვაიცზეკერისგან პატივისცემის ნიშნად.

ბლექ სი არენაზე ჯანსუღ კახიძის სიმღერების კონცერტი გაიმართება - Sputnik საქართველო
ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების მუსიკის საღამო შეკვეთილში: დამატებითი მატარებელი მოყვარულებს

13 წლის გარეტმა ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა Deutsche Grammophon Gesellschaft-თან და ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი აღმოჩნდა მათ შორის, ვისაც მსგავსი კონტრაქტები აქვს გაფორმებული.

2008 წელს გარეტი გინესების წიგნშიც მოხვდა, მან „ბაზის ფრენა" 1 წუთსა და 6,52 წამში შეასრულა.

გარეტს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ფილმების ქავერები, როგორიცაა Viva La Vida, Smooth Criminal, Whole Lotta Bond და ა.შ.

დევიდ გარეტმა ასევე მთავარი როლი ითამაშა ფილმში „პაგანინი: ეშმაკის მევიოლინე", რომელიც მსოფლიო კინოგაქირავებაში 2013 წელს გამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0