დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 სექტემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

კარგი დროა ოჯახური ურთიერთობებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. ცხოვრების ფიზიკური და ემოციური შემადგენელი მაღალ დონეზეა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღეს მოგიწიოთ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. სწორად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები, პარტნიორებს მაღალ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ. ურთიერთობების მოსაგვარებლად საუკეთესო დღეა.

პეპელა - Sputnik საქართველო
შემოდგომის „ბედის ნებიერები": ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ შემოდგომაზე გაუმართლებს

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დიდი ალბათობით, დღეს დიდი ცვლილებები გელოდებათ. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სასიცოცხლო ძალების დონე მომატებული აქვთ, რაც მათ აქტიურობისკენ უბიძგებს, თუმცა, არახელსაყრელი ასტროლოგიური მდგომარეობა სასურველი შედეგის მიღწევას დააბრკოლებს. ქალი კუროები ყურადღებით უნდა იყვნენ დოკუმენტებთან და მატერიალურ ფასეულობებთან მუშაობის დროს, რადგან თუ დღეს რამე პრობლემა იქნება, სწორედ ამის გამო.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

კარგი დღეა შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის, მოგზაურობისთვის. მოსალოდნელია წარმატებები კომერციულ და შემოსავლების დამატებითი წყაროს პოვნასთან დაკავშირებულ საქმეებში. საკმაოდ მაღალია ცხოვრების ემოციური და ფიზიკური შემადგენელი. დღეს საქმეებსა და პირად ურთიერთობებში არასტანდარტული დამოკიდებულება საჭირო შედეგებს გამოიღებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

არცთუ მარტივი დღეა. ცხოვრების ამ ეტაპს არაერთმნიშვნელოვანი დახასიათება აქვს. პლანეტების ურთიერთგანლაგების გათვალისწინებით, მოსალოდნელია გავლენა გარედან, რომელიც, დიდი ალბათობით, თქვენს საქმეებსა და პირად ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. ძალზე საეჭვოა წარმატებები საქმიან ოპერაციებში, გარიგებებში. თქვენი მხრიდან გამოჩენილ მაღალ ზნეობრივ თვისებებს ნეგატიური ტენდენციები განულება შეუძლია.

მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დაუმთავრებელი საქმეები და ვალდებულებები დღეს თქვენგან მაქსიმალურ დროსა და ძალებს მოითხოვს. ცხოვრების ემოციური და ფიზიკური შემადგენელი მცირდება. დღეს თავი უნდა შეიკავოთ კაპიტალდაბანდებასთან დაკავშირებული აქტიური მოქმედებებისგან. დიდი ალბათობით, უმნიშვნელო ყოფით და ფინანსურ პრობლემებს წააწყდებით, მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

სახლის საქმეები დღეს თქვენი დროის დიდ ნაწილს წაიღებს. როგორც ჩანს, განსაზღვრული გეგმების შეცვლა და დამატებითი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. თუ დახმარება დაგჭირდებათ, მეგობრებსა და ახლობლებს სთხოვეთ. დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში მოულოდნელი ხარჯი გელოდებათ, ამიტომ სჯობს, დღეს ზედმეტი ნივთების ყიდვისგან თავი შეიკავოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

არახელსაყრელი დღეა ნებისმიერი წამოწყებისთვის და საერთოდ, რამე საქმიანობისთვის. პლანეტები პირად ცხოვრებაში მოულოდნელი პრობლემების შესახებ გაფრთხილებენ. ეს შეიძლება იყოს ჩხუბი ეჭვიანობის ნიადაგზე, ან სხვების მხრიდან თქვენ მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ეცადეთ, დღეს გააზრებით მოეკიდოთ იმას, რომ არასრულყოფილი ხართ, სხვებს დიდ მოთხოვნებს ნუ დაუყენებთ. საღამოს გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

პეპელა - Sputnik საქართველო
შემოდგომის „ბედის ნებიერები": ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ შემოდგომაზე გაუმართლებს

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

დღეს არ ღირს კოლეგების რჩევებზე დაყრდნობა, ან ახლობლების დახმარების ლოდინი. როგორც ჩანს, მთელი ენერგიის მიმართვა თავდაცვასა და საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების დაცვაზე მოგიწევთ. მოსალოდნელია უსიამოვნო ინფორმაციის მიღება, ასევე, გამორიცხული არაა ჩხუბი ეჭვიანობის ნიადაგზე ან საერთო ქონების მართვის საკითხებზე. დღეს ყველაზე ხელსაყრელია აქტიური დასვენება და ზომიერი ფიზიკური აქტიურობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღის დასაწყისი ხელსაყრელია ახალი ნივთების ყიდვისა და კაპიტალის ინვესტირებისთვის. მოსალოდნელია დიდი ხნის ნანატრი ინფორმაციის მიღება ან შეხვედრა კომპანიონთან, რომელიც დადებითი შედეგების მომტანი აღმოჩნდება. არახელსაყრელი დროა დღის მეორე ნახევარი, მოსალოდნელია ფინანსური ხარჯები, არასასურველია კომერციული ოპერაციების ჩატარება. საღამოს მომატებულია საყვარელ ადამიანთან ჩხუბისა და გაუგებრობის ალბათობა. ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. დღის დასაწყისში შეიგრძნობთ ზებუნებრივი ძალებისა და გავლენიანი ადამიანების დახმარებას, კარგი დროა ურთიერთობებისთვის. არ არის გამორიცხული, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც პროფესიულ სფეროში ან პირად ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს. დღის მეორე ნახევარში მოვლენები, ასე თუ ისე, ოჯახის წევრებთან იქნება დაკავშირებული. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოერიდეთ მაღალ ტონებში საქმის გარჩევას, რათა ამან სერიოზული უთანხმოება არ გამოიწვიოს.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

მერწყული

კარგი დროა საქმიანობის სფეროს გამოცვლის, ახალი ნაცნობობისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, თქვენი უნარების წარმოდგენის შემთხვევა მოგეცეთ. ენერგია ახალ საქმიან წინადადებებზე მიმართეთ. ხართ ძალზე ენერგიული, თქვენი ოპტიმისტური განწყობა გარშემომყოფებზეც გადადის. ამ მოვლენების ფონზე შეძლებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის გაცნობას, რომელიც დიდი ხანია, ყურადღებას გაქცევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

საკმაოდ ნერვული და არახელსაყრელი დღეა. კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მოქმედებები, დიდი ალბათობით, საგრძნობ შედეგებს არ მოიტანს. მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას, საზოგადოებრივ ღონისძიებებს. არ არის გამორიცხული სირთულეები ოჯახში ურთიერთობებისას, ასევე, უთანხმოებები კოლეგებთან და მეგობრებთან. ეცადე, დადებით ემოციებზე მოახდინოთ ყურადღების კონცენტრირება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0