ხაზარაძე: „თიბისი ბანკს“ ბოლო ათი წლის განმავლობაში არც ერთი ოჯახი არ ჰყავს გამოსახლებული

© photo: Mamuka Khazaradze / FB მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უმსხვილესი TBC Bank-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბანკის საქმიანობაზე საუბრობს.
ხაზარაძე: „თიბისი“ ბანკს ბოლო ათი წლის განმავლობაში არც ერთი ოჯახი არ ჰყავს გამოსახლებული

„მე რომ მევახშეს მეძახიან, ამაზე მინდა კომენტარი გავაკეთო. თქვენ 35 ათას კვალიფიციურ ადამიანს, რომელიც საბანკო სისტემაში მუშაობს, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ხერხემალია, აყენებთ შეურაცხყოფას. როცა ხელისუფლება მოდის და ღიად უპირისპირდება ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ინოვაციურ და ყველაზე წარმატებულ ინდუსტრიას და ამ დროს ხმას არ იღებს ონლაინ-ბანკინგისა და მიკროსაფინანსოების აღვირახსნილ თემაზე. აქვე მინდა გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, ჩვენ ამის მონიტორინგს ვახორციელებდით, „თიბისი ბანკს“ ბოლო ათი წლის განმავლობაში არც ერთი ოჯახი არ ჰყავს გამოსახლებული“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ბიზნესმენის თქმით, ასეთი ინფორმაციის პროპაგანდა არ მიდის, იმიტომ რომ ხელისუფლებას ყოველთვის სჭირდება მტრის ხატი ყველა პრობლემის დასაბრალებლად.

 

ყველა ახალი ამბავი
0