რა დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ქალიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში

© photo: Salome Zourabichvili / FBქეთევან გორჯესტანი და სალომე ზურაბიშვილი
ქეთევან გორჯესტანი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი ფრანგულ საინფორმაციო არხზე France24 სპორტულ სიახლეებს აშუქებს

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი ვაშინგტონში France24 ის ოფიციალურ კორესპონდენტად დაინიშნა, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

„ქეთევანის პირველი პირდაპირი ეთერი ვაშინგტონიდან სადაც დაინიშნა France24-ის ოფიციალურ კორესპონდენტად. ჟურნალისტები მიყვარს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქეთევან გორჯესტანმა France24-ის ეთერში სპორტში მომხდარ სიახლეებზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილს ორი შვილი ჰყავს – თეიმურაზი და ქეთევანი, რომლებიც პარიზში გაიზარდნენ, იქ, სადაც თავად ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა.

თეიმურაზი დედის კვალს გაჰყვა და ცხოვრება დიპლომატიას მიუძღვნა. ამჟამად ის ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქეთევანი ცხოვრობდა პარიზში, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხზე წამყვანად მუშაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0