Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როგორ გალამაზდა!“ – ნინი ბადურაშვილი შვილის უახლეს ფოტოსესიას აქვეყნებს

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმზიდველი და შეუდარებელი ნინი ბადურაშვილი რამდენიმე წელია, რაც ქმარს სკანდალურად დაშორდა. არც მანამდე და არც ამ შემთხვევის მერე ნინის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ გამოჩენილ მომღერალს ქორწინებიდან ქალიშვილი ელენე ჰყავს.

ნინი ბადურაშვილი, თაყვანისმცემლების დიდი მოლოდინის შემდეგ, 2012 წელს დაოჯახდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე გახდა. ამ ქორწინებიდან ნინის ქალიშვილი ელენე ჰყავს. მომღერალმა Facebook-ზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ნინი და მისი ქალიშვილი ცნობილი გამოცემის HELLO! GEORGIA-ს ნომერში მოხვდნენ. ნინის ქალიშვილი ნამდვილი ანგელოზია. პატარა გოგონა კამერის წინ მოხდენილად პოზირებს და დახვეწილი ნაკვთებით გამოირჩევა.

ელენე უკვე 6 წლისაა. ნინი ბადურაშვილი მას სკოლაში წასაყვანად ამზადებს. სწორედ ამ თემატიკის ფოტოსესია გამოაქვეყნა ცნობილმა ჟურნალმა. პატარა ელენე საკლასო ოთახში წიგნებთან, გლობუსთან და სასკოლო ინვენტართან პოზირებს. საკმარისია პოპულარულმა მომღერალმა შვილის ახალთახალი ფოტოები გამოაქვეყნოს და ელენეს განხილვა არ წყდება.

ნინის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ მასში დედის გენეტიკა დომინირებს. ეკა კახიანი ვოკალში ამეცადინებს და პატარა ელენე მაღალ ტონალობაზე დედასავით მარტივად გადადის. ელენე, თავის მხრივ, მონდომებით მღერის როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებს. ბადურაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს რამდენიმე საათში 5 ათასზე მეტი მოწონება აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0