ქართველი არქიტექტორი პრესტიჟული ArchDaily-ის გრან-პრის მფლობელი გახდა

© photo: Giorgi Khmaladze / FBგიორგი ხმალაძე
გიორგი ხმალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს გიორგი ხმალაძის პირველი გამარჯვება არ არის – მისი ნამუშევრები მსოფლიოში დიდი წარმატებით სარგებლობს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ახალაშენებული ყავის ფაბრიკის პროექტი ახალგაზრდა არქიტექტორების საერთაშორისო კონკურსის ArchDaily & Strelka Award 2019-ის გრან-პრის მფლობელი გახდა.

საერთაშორისო კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურის ვებ-გვერდი ArchDaily-სა და კონსალტინგური კომპანია KB Strelka-ის ორგანიზებით ტარდება.

მუცო - Sputnik საქართველო
უნიკალური ციხე-სოფელი მუცო შესაძლოა „ევროპა ნოსტრას" მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდეს

ყოველწლიურად ArchDaily და Strelka აჯილდოებენ იმ პერსპექტიულ ახალგაზრდა ბიუროებს, რომლებიც ქალაქს უკეთესობისკენ ცვლიან და პროექტირებისას ნოვატორული მიდგომით გამოირჩევიან. კონკურსში მონაწილეობდნენ არქიტექტორები 15 ქვეყნიდან: საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლატვის, ლიეტუვის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უკრაინის, უზბეკეთისა და ესტონეთის წარმომადგენლები.

ღია კონკურსის წესის თანახმად, წარმოდგენილი პროექტები შესრულებული უნდა იყოს 2014 წლამდე, ბიუროს დაარსების მომენტიდან კი არაუმეტეს 10 წელი უნდა იყოს გასული. პრემიაზე ნებისმიერი პროექტის წარდგენაა შესაძლებელი – საცხოვრებელი სახლი თუ შენობა, სავაჭრო ცენტრი თუ თეატრი, საზოგადოებრივი სივრცე თუ საკულტო ნაგებობა. გამარჯვებული ონლაინ-კენჭისყრის გზით ვლინდება.

ქართული პროექტის ავტორი კომპანია Khmaladze Architects-ის წარმომადგენელი გიორგი ხმალაძეა.

გამარჯვებამდე პროექტმა რამდენიმე ეტაპი გაიარა. თავდაპირველად 15 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა. სიაში იყო ასევე ლიეტუვის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენელთა პროექტები.

შემდეგ ეტაპზე წარმატებული ქართული პროექტი მოლდოვის სავაჭრო ცენტრ Artcor-ისა და რუსეთში Cinema Screen-ის პროექტთან ერთად საუკეთესო სამეულში მოხვდა.

გიორგი ხმალაძის პროექტი მოიცავს ყავის წარმოების ფაბრიკას, ასევე ოფისებს, სადეგუსტაციო და საგამოფენო სივრცეებს. შენობა წარმოადგენს ბეტონის მონოლითურ ფასადს უჩვეულო გეომეტრიული ფორმებით. შენობას ორიგინალობას სახურავზე გაზონი სძენს.

რით არის ცნობილი გიორგი ხმალაძე?

გიორგი ხმალაძე საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილია როგორც „მაკდონალდსის" ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობის ავტორი, რომელიც მან ბათუმში ფუტურისტულ სტილში ააშენა. აღნიშნული პროექტით ხმალაძემ 2014 წელს მსოფლიოში არქიტექტორების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე Architizer A+ Awards გაიმარჯვა.

ამ პროექტის შემდეგ ხმალაძე არქიტექტურულ წრეებში პოპულარული გახდა და შეკვეთები მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

© Сайт Architizerარქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი
ქართველი არქიტექტორი პრესტიჟული ArchDaily-ის გრან-პრის მფლობელი გახდა - Sputnik საქართველო
არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი

2016 წელს ამავე კონკურსზე ხმალაძემ „ჟიურის სპეციალური აღნიშვნა" დაიმსახურა. საუბარია გამაჯანსაღებელი ცენტრისა და ზღვის კურორტის პროექტზე, რომელიც გურიაში, შეკვეთილში აშენდება. კურორტი ფიჭვნარში, ზღვისპირეთში აშენდება. ირგვლივ არსებული მდიდარი ბუნება, რელიეფი და ზღვის სანაპიროს სიახლოვე იქნება დიზაინის საკვანძო ფაქტორი.

ყველა ახალი ამბავი
0