„ტელეფონი, ანუ მურმანის ეკალი“ – სალონური ოპერა რეგიონებში მიემგზავრება

© photo: Sputnik / Stringerბათუმი ღამით
ბათუმი ღამით - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი „ოპერა რეგიონებში“ მიზნად ისახავს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ქვეყნის რეგიონებში.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონების მოსახლეობას მიეცა უნიკალური შანსი, ადგილზე მოისმინონ იტალიური წარმოშობის ამერიკელი კომპოზიტორის ჯანკარლო მენოტის ცნობილი კამერული ოპერა „ტელეფონი, ანუ სიყვარული სამისთვის“.

პროექტი „ოპერა რეგიონებში“ მიზნად ისახავს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ქვეყნის რეგიონებში. 

„ჯანი სკიკი „ლა სკალას სცენაზე - Sputnik საქართველო
„ლა სკალას" სცენაზე ქართველმა ბარიტონმა ვუდი ალენის მიერ დადგმულ ოპერაში იმღერა

აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა 11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით შეძლებს გაეცნოს რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმულ კამერულ, ანუ სალონურ ოპერას, რომელსაც ქართულ ვერსიაში „ტელეფონი, ანუ მურმანის ეკალი“ ჰქვია.

სპექტაკლში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მსახიობები და მუსიკოსები: სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე და პიანისტი გია კაჩინსკი ვენიდან, ვიოლონჩელისტი ჰეზერ ლესლი ჰოლანდიიდან, მსახიობი ფილიპე გრეჩულევიჩი, ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე და ვიოლონჩელისტი გიორგი კიკაბიძე.

მენოტის კომიკური ოპერა „ტელეფონი“ პირველად 1947 წელს დაიდგა ნიუ-იორკში. ოპე­რის სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ბენი ეს­ტუმ­რე­ბა თა­ვის მე­გო­ბარ გო­გო­ნა ლუ­სის იმ გან­ზრახ­ვით, რომ ცო­ლო­ბა სთხო­ვოს. მაგ­რამ მისი ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, რო­გორ­მე ჩა­მო­აგ­დოს ლა­პა­რა­კი ამ თე­მა­ზე, წა­რუ­მა­ტებ­ლად მთავ­რდე­ბა, რად­გან ლუსი გა­ნუ­წყვეტ­ლივ ლა­პა­რა­კობს ტე­ლე­ფონ­ზე. ბენი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ მი­ი­პყროს ლუ­სის ყუ­რა­დღე­ბა, მაგ­რამ ამა­ოდ. ბო­ლოს და ბო­ლოს, ის ტო­ვებს ბი­ნას, ტე­ლე­ფონ­ზე ურე­კავს ლუ­სის და ისე სთხოვს ხელს. 

ნატალია სარდლიშვილი - Sputnik საქართველო
ცხრა წლის ქართველი საოპერო მომღერალი მანჩესტერიდან

ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა წარ­მოდ­გე­ნა­ში ინო­ვა­ცია შე­ი­ტა­ნა იმით, რომ ტე­ლე­ფო­ნის როლს ცო­ცხა­ლი მსა­ხი­ო­ბი ას­რუ­ლებს. ასე­თი სა­ხით მის მიერ დად­გმულ ოპე­რას ლონ­დონ­ში, ვე­ნა­სა და ბრა­ტის­ლა­ვა­ში დიდი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად.

ოპერის პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი ­ბა­თუმ­ში, ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­მუ­სი­კო სკო­ლის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. 14 სექ­ტემ­ბერს მუ­სი­კო­სე­ბი ზუგ­დიდის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში გადაინაცვლებენ, ხოლო 15 სექ­ტემ­ბერს ჭი­ა­თუ­რის აკაკი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში წარმოადგენენ სპექტაკლს. ­18 სექ­ტემ­ბერს სა­ო­პე­რო წარ­მოდ­გე­ნა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, დუ­ი­სის კულ­ტუ­რის სახ­ლში შეს­რულ­დე­ბა, 19 სექტემბერს კი მუ­სი­კო­სე­ბი ნი­ქოზის კულ­ტუ­რის ცენ­ტრში გამართავენ წარმოდგენას შიდა ქარ­თლის სოფ­ლე­ბი­დან დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

კა­მე­რუ­ლი ოპე­რის რე­გი­ო­ნუ­ლი ტური 24 სექ­ტემ­ბერს ახალ­ქა­ლაქ­ში დას­რულ­დე­ბა.

ყველა ახალი ამბავი
0