ალიევმა გახარიას პრემიერის პოსტზე დამტკიცება მიულოცა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები გიორგი გახარიას პრემიერობის დროს განაგრძობს განვითარებასა და განმტკიცებას.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გამოუგზავნა.

საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას გიორგი გახარიას მეთაურობით და მის სამთავრობო პროგრამას ნდობა კვირას გამოუცხადა.

„მჯერა, რომ მშვენიერ ტრადიციებზე დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა მომავალშიც განვითარდება და გამტკიცდება ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად. გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში მეგობარი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ", – ნათქვამია ალიევის მილოცვაში, რომელიც გახარიამ აზერბაიჯანიდან მიიღო.

გახარიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა გუშინ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მიულოცა.

ვითარება დავით-გარეჯის ირგვლივ: ბოლო ცნობები>>

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.

ყველა ახალი ამბავი
0