Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვოგის“ ყდაზე იქნებით?“ – თიკა ფაცაციას მდიდრული დასვენება გაგაოცებთ

© Tika Patsasiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ კარგად დაფიქრდებით, გაგახსენდებათ, რომ კარიერის მანძილზე თიკა სკანდალებში არ გახვეულა. ფაცაციას ფერადმა ფოტოებმა ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურა. ნახეთ, ვისთან ერთად და სად ისვენებს გამოჩენილი ტელეწამყვანი...

ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება ყველას აინტერესებს. მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. და ასეც არის... თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და გადაცემას რეიტინგიც შესაბამისი აქვს.

ყოფილმა მომღერალმა 2019 წლის ზაფხული რამდენიმე ადგილზე გაატარა. ნამდვილად გასაოცარი შვებულება მოიწყო – შვილებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვია, ხოლო ცნობილ მეგობრებთან ერთად იდეალურ კუნძულ კვიპროსზე დაისვენა. ფოტოებითაც ნათლად ჩანს, რომ მეგობრებმა კონოს პლაჟზე დაუწვიყვარი დღეები გაატარეს. ამას მათი ფერადი და თვალწარმტაცი ფოტოებიც ადასტურებს.

თიკა ფაცაცია კვიპროსში მოდელ მეგობრებთან ერთად გაემგზავრა. მას თან ახლდნენ Tbilisi Fasion Week-ის, ასევე სამოდელო სააგენტო GEOMODELS AGENCY-ს დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე და თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნების ქსელის მფლობელი და ყოფილი მოდელი ლიკა კვარაცხელია. მათ გასაოცარ დასვენებას და ამის ამსახველ ფოტოებს თიკას გვერდზე 4 ათასამდე მოწონება აქვს.

აშკარაა, რომ თიკა საბერძნეთის ლამაზი მხარით მოხიბლულია. სხვადასხვა გამორჩეულ ადგილებში მოხდენილად პოზირებს და შეუდარებელ ფოტოებს მის მეგობრებს Instagram-ზე უზიარებს. 2019 წლის ზაფხულის სეზონი თიკა ფაცაციამ სწორედ ამ პოზიტიური სურათებით დაასრულა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0