ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება

© photo: Anaklia Port / FBანაკლიის პორტი
ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი ნებისმიერ გარემოებაში განხორციელდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

სამუშაოები ანაკლიის პორტში - Sputnik საქართველო
რა პირობა წაუყენა მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“

პორტის მშენებლობით დაკავებულია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მა დააფუძნეს. აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკულმა კომპანია Conti group-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის თაობაზე განაცხადა, რის გამოც პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

„ეს ერთადერთი კომერციული პროექტია, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე პროექტზე საკუთრების უფლება არც ერთ კერძო ჯგუფს არ აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" რაც შეიძლება მალე შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები და ეს პროექტი განხორციელდეს... სახელმწიფო მას მხარს უჭერს და იგი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება", – განაცხადა თურნავამ.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ამჟამად ფსკერის გაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს.

პორტის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

ანაკლიის პორტის მომავალი აკვატორია - Sputnik საქართველო
მთავრობა ანაკლიის პორტის ინვესტორთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას ელოდება

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ რაოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისათვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური