https://sputnik-georgia.com/20190909/cholas-gogos-qorwili-246449391.html
„შენსავით ბრჭყვიალა და ფერად ცხოვრებას გისურვებ“ – ჭოლას ქალიშვილის უჩვეულო ქორწილმა სოციალური ქსელი დაიპყრო
„შენსავით ბრჭყვიალა და ფერად ცხოვრებას გისურვებ“ – ჭოლას ქალიშვილის უჩვეულო ქორწილმა სოციალური ქსელი დაიპყრო
Sputnik საქართველო
პოზიტიური რეჟისორის და მისი მშვენიერი ოჯახის ახალმა თავგადასავალმა ბევრი ადამიანი გააერთიანა. ჭოლამ და მსახიობმა მარინა კოზაკოვამ ერთადერთი ქალიშვილი თინათინ... 09.09.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-09-09T17:47+0400
2019-09-09T17:47+0400
2021-10-19T17:06+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258760547_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_3242792ae3863500b9a2257c35ea5b48.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258760547_72:0:883:608_1920x0_80_0_0_8fea4b78a22cb2bfccf3864c953313e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
„შენსავით ბრჭყვიალა და ფერად ცხოვრებას გისურვებ“ – ჭოლას ქალიშვილის უჩვეულო ქორწილმა სოციალური ქსელი დაიპყრო
17:47 09.09.2019 (განახლებულია: 17:06 19.10.2021) პოზიტიური რეჟისორის და მისი მშვენიერი ოჯახის ახალმა თავგადასავალმა ბევრი ადამიანი გააერთიანა. ჭოლამ და მსახიობმა მარინა კოზაკოვამ ერთადერთი ქალიშვილი თინათინ წულაძე სულ ახლახან დააოჯახეს. ნახეთ, სად და რა ვითარებაში იქორწინა ულამაზესმა მოცეკვავემ...
რეჟისორ ლევან წულაძის (ჭოლა) და მსახიობ მანანა კოზაკოვას შვილი, მოცეკვავე თინათინ წულაძე დაოჯახდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილია, რომელიც, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, Red Bull-ის სპორტული მენეჯერის პოზიციას იკავებს.
თინათინ წულაძე განსაკუთრებული ღიმილით და მოხდენილი მოძრაობებით გამოირჩევა. ქართული ნაციონალური ბალეტის მოცეკვავემ ჯვარი ივნისში დაიწერა. წყვილმა ქორწილი 7 სექტემბერს კვარიათში გადაიხადა. ლევან წულაძის ქალიშვილმა ქორწილში ბულვარის ყველა დამსვენებლის ყურადღება მიიქცია.
მოცეკვავემ და მისმა მეგობრებმა შეუდარებელი ცეკვა შეასრულეს და საკუთარი ბედნიერება სხვებსაც გაუზიარეს. თინათინის და გიორგის თბილ ვიდეოებს სოციალურ ქსელში მათი ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები აქვეყნებენ. მხიარულმა თინათინმა ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო. მომხიბლავი თინათინი და მისი რჩეული თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ.
გამოჩენილი რეჟისორის ლევან წულაძის შეუდარებელი ოჯახი სახალისო ისტორიებით გამოირჩევა. მარინა და ჭოლა ყველა გასართობი გადაცემის საყვარელი სტუმრები არიან. მათ ქალიშვილს მშობლების პოზიტიური ხასიათი გამოჰყვა და, ალბათ, ხასიათის ეს თვისება შეუყვარდა ჭოლას სიძეს მის ქალიშვილში.