ლევან დავითაშვილი - ბიოგრაფია

© photo: Sputnik / Stringerლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს

ლევან დავითაშვილმა გიორგი გახარიას მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა.

ლევან დავითაშვილი 1978 წლის 10 დეკემბერს დაიბადა.

1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 2001 წელს  - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, 2002 წელს - მილანის მართვის სწავლებისა და გამოცდილების ცენტრი (CESMA).

1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაზღვევისა და ზედამხედველობის სამსახურში სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსად.

1999 წელს იყო შემოსავლების სამინისტროს სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი.

1999-2001 წლებში დავითაშვილი რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრის (CERMA) მთავარი კონსულტანტი იყო.

2002-2007 წლებში იყო შპს „წინანდლის ძველი მარნის" გენერალური მენეჯერი.

2007-2009 წლებში იყო USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი.

2007-2009 წლებში იყო შპს Schuchmann-Wines-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი.

2012-2014 წლებში დავითაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

2014-2017 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შემდეგ დაინიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელად, რომელიც ორი უწყების შერწყმის შედეგად შეიქმნა.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0