დიზაინერ ანუკი არეშიძის და თბილისის მერის კახა კალაძის მეოთხე ვაჟი, ნიკოლა გუშინ 1 წლის გახდა. პატარას დაბადების დღე მშობლებმა წყნეთში აღნიშნეს.
ანუკიმ უფროს ვაჟებთან ერთად პატარას სადღესასწაულო ტორტი მიართვა და შვილებთან ერთად უმღერა. ნიკოლა კალაძე გასულ წელს საფრანგეთში დაიბადა.
ანუკიმ ვაჟს იუბილე სოციალურ ქსელშიც მიულოცა და პატარასთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.
„აი ჩვენი ნიკოლასი, რომელმაც სრულიად შეცვალა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში! ასმაგად მიმაჯაჭვა სახლზე, შემიცვალა ცნობიერება და დამოკიდებულება ყველაფრის და ყველას მიმართ! მისი ძამიკოებიც კი შეცვალა, უფრო მეტად მზრუნველები და მოსიყვარულეები გახდნენ, თავს დასტრიალებენ ნიკოლას და უვლიან როგორც შეუძლიათმოკლედ მის გარშემო ბრუნავს ჩვენი სამყარო. უფლის მადლიერი ვარ ყოველდღე. გმადლობთ ყველას,ყველას,ყველას რომ არ გავიწყდებათ არცერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე! მიყვარხართ“, - წერს ანუკი.
2018 წლის 4 სექტემბერს თბილისის მერს კახა კალაძესა და მის მეუღლეს ანუკი არეშიძეს ვაჟი – ნიკოლა შეეძინათ. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერი – 7 წლის, ვაჩე კი – 5-ის. ნიკოლას დაბადების დღე ჯერ ანუკიმ მიულოცა საკუთარ Instagram-ის „სთორიზე“, შემდეგ თბილისის მერმა.
კახა კალაძის პოლიტიკური კარიერიდან გამომდინარე შვილებთან ურთიერთობისთვის ნაკლები დრო რჩება. მიუხედავად ამისა, ყველა კარგად ხედავს, რომ ოჯახი თავს იყრის საზღვარგარეთ სხვადასხვა მდიდრულ კურორტებსა თუ ევროპის გამორჩეულ ქალაქებში.
მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე 13 წელია ერთად არიან, წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს. ცოტა ხნის წინ მათ ჯვარიც დაიწერეს.