Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კითხვა მიჩნდება ჩემს თავთან, რას ვაკეთებთ ხვალიდან?!“ – ზაზა ფაჩულიას მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

© Photo: Tika Alavidze-pachulia / FBზაზა ფაჩულია თიკა ალავიძე
ზაზა ფაჩულია თიკა ალავიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა ფა­ჩუ­ლია და თიკა ალა­ვი­ძე 10 წელია ერთად არიან.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა კა­პი­ტან­მა ზაზა ფა­ჩუ­ლი­ამ კა­ლათ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა. ამიერიდან იგი NBA-ს კლუბ „გოლ­დენ სტე­ი­ტში“ კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იმუ­შა­ვებს.

კა­ლათ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლე თიკა ალა­ვი­ძე-ფა­ჩუ­ლია ყო­ველ­თვის, ყვე­ლა წა­მო­წყე­ბა­ში მხარ­ში უდ­გას ქმარს და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც ხში­რად ამ­ხნე­ვებს მას. ამ­ჯე­რად ის წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პის და­წყე­ბას უს­ვამს ხაზს, რა­შიც ფა­ჩუ­ლი­ას აქ­ტი­უ­რი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბას და ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­თან შე­ჭი­დე­ბას გუ­ლის­ხმობს და წერს, რომ მეუღლესთან ერთად ისიც „ასრულებს სპორტულ კარიერას“.

ფა­ჩუ­ლია და ალა­ვი­ძე 10 წელია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არი­ან. წყვილს ოთხი შვი­ლი ჰყავს.

ზაზა „გოლ­დენ სტე­ი­ტში“ 2016-17 და 2017-18 წლე­ბის სე­ზონ­ში თა­მა­შობ­და. ორი­ვე­ჯერ NBA-ს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­გო. გა­სულ სე­ზონ­ში კი "დეტ­რო­ი­ტის" ღირ­სე­ბას იცავ­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს, ზაზა ნაკრებში 2000 წლი­დან 2017-მდე თა­მა­შობ­და და ეროვ­ნულ გუნდთან ერ­თად სამ ევ­რო­ბას­კეტ­ზე იას­პა­რე­ზა.

ამას­თან, ცოტა ხნის წინ ზაზა ფა­ჩუ­ლია სწავ­ლას და­უბ­რუნ­და და ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის-სკო­ლის სტუ­დენ­ტი გახ­და.

ყველა ახალი ამბავი
0