მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამერიკელ ვეიპერებს შორის ფილტვების უცნობი დაავადება გავრცელდა

© Pixabay / sarahjohnson1ვეიპის მწეველი
ვეიპის მწეველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, ქვეყნის 25 შტატში დაავადების 215 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, რომელიც არ იყო გამოწვეული ინფექციით ან რომელიმე სხვა აშკარა მიზეზით.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელ ვეიპერებს შორის ფილტვების დაავადების გავრცელების მიზეზი შესაძლოა იყოს ნივთიერება, რომელიც ვიტამინ Е−სგან მიიღება, იუწყება ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი. 

ვეიპის მწევლები - Sputnik საქართველო
საგანგაშო დასკვნა: ვეიპების მოწევა დნმ-ს სახიფათოდ ცვლის

მანამდე აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა (CDC) გავრცელა განცხადება, რომ ვეიპინგის მოყვარულებს შორის ფილტვებისა და რესპირატორულმა დაავადებებმა იფეთქა. აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, ქვეყნის 25 შტატში დაავადების 215 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, რომელიც არ იყო გამოწვეული ინფექციით ან რომელიმე სხვა აშკარა მიზეზით.

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებებს შესაძლოა ვიტამინ Е−ს მიერ გამოყოფილი ზეთი იწვევდეს. კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველოს სპეციალისტებმა (FDA) ეს ნივთიერება მარიხუანის თესლში აღმოაჩინეს, რომელსაც დაავადებული ვეიპერები მოიხმარდნენ.

ამასთან, მედიკოსების თქმით, დაავადებების გამომწვევი მიზეზის შესახებ საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია.

აღსანიშნავია, რომ ვიტამინი Е კვების ბევრ პროდუქტში შედის. ამ ვიტამინისგან მიღებული ზეთი ცნობილია როგორც ტოკოფეროლის აცეტატი. ის გამოიყენება როგორც საკვები დანამატი და კანის მოვლის საშუალება. ნივთიერება უვნებლად მიიჩნევა, თუმცა ზოგი ექსპერტის აზრით, მისი მოლეკულური სტრუქტურა შემსუნთქვისას შესაძლოა პოტენციურად სახიფათო იყოს ორგანიზმისთვის.

ბოლო მონაცემებით, ვეიპინგთან დაკავშირებული რესპირატორული დაავადებებით უკვე ორი ადამიანია გარდაცვლილი.

ყველა ახალი ამბავი
0