„არის თუ არა ეს ედინბურგი?“ - რაგბის ქართველი ქომაგი შოტლანდიაში ველოსიპედით ჩავიდა

© photo: Sandro Datishvili / FBსანდრო დათიშვილის ველოსიპედი, რომლითაც ედინბურგში ჩავიდა
სანდრო დათიშვილის ველოსიპედი, რომლითაც ედინბურგში ჩავიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანდრო დათიშვილმა მოგზაურობა 1 ივნისს დაიწყო, გაიარა   5,358 კმ-ზე მეტი და დანიშნულების ადგილზე 4 სექტემბერს მიაღწია.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ქართველი სტუდენტი სანდრო დათიშვილი შოტლანდია-საქართველოს შორის რაგბის მატჩის საყურებლად ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა, იუწყება უცხოური მედია.

თავად სანდრო დათიშვილი საკუთარ ფეისბუქ−გვერდზე ერთგვარ დღიურს აწარმოებდა საკუთარი მოგზაურობის შესახებ, რომლის ბოლო ჩანაწერშიც გამოქვეყნებულია ედინბურგის აბრის ფონზე გადაღებული ფოტო წარწერით:

„არის თუ არა ეს ედინბურგი?!“

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის სტუდენტმა და რაგბის ქომაგმა ბრიტანეთის ვიზა  გერმანიაში მიიღო, რის შემდეგაც საფრანგეთისა და ინგლისის გავლით შოტლანდიაში მოხვდა.  

სანდრო დათიშვილმა მოგზაურობა 1 ივნისს დაიწყო, გაიარა   5,358 კმ-ზე მეტი და დანიშნულების ადგილზე 4 სექტემბერს მიაღწია. დათიშვილი ველოსიპედით დღეში 120 კმ-ს გადიოდა. ღამეს კარავში ათევდა, ხოლო  დიდ ქალაქებში რამდენიმე დღით ჩერდებოდა.

სანდრო დათიშვილი და მისი მეგობარი დაჩი ხუციშვილი, რომელიც ედინბურგში სწავლობს, 6 სექტემბერს მარიფილდის სტადიონზე „ბორჯღალოსნებისა“ და შოტლანდიის ნაკრების მატჩს დაესწრებიან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0