ინციდენტი ჩინეთის სამხრეთ ნაწილში 20 აგვისტოს მოხდა. ინტერნეტში სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული კადრები გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, რომ ცეცხლი ავტომობილის ქვემოდან ჩნდება და შემდეგ მთელ მიკროავტობუსში ვრცელდება. ხანძრის ჩასაქრობად ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლებმა ცეცხლმაქრები გამოიყენეს.