სოციალურ ქსელში ფეისბუქ-გვერდი „მძიმე ჯვარი - ვაკეთოთ სიკეთე უანგაროდ“ მძიმე ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ვანელი დვალიშვილების უმძიმეს ცხოვრებაზე მოუთხრობს მკითხველს. მძიმეა ის ფოტოებიც, რომელიც იმავე გვერდზე ვრცელდება.
„ჩვენ შეგვიძლია ამ ოჯახის დახმარება. გავერთიანდეთ, გააზიარეთ მაინც თუ ვერ დაეხმარებით, დაწერეთ კომენტარებში ვინ შემოგვიერთდება“, – წერია ინფორმაციაში.