Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნამდვილი სექს-ბომბა ხარ“ – ნინი ბადურაშვილის მოშიშვლებულმა ტანმა თაყვანისმცემლები გააოცა

© courtesy of Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეუდარებელი და მიმზიდველი ნინი ბადურაშვილი მუდამ ბრწყინავს. პოპულარული მომღერალი სოციალურ ქსელში აქტუალობას არ კარგავს. ნინიმ ცეცხლოვანი კაბა თამამად მოირგო, ფანების ვნებათაღელვა კი არ წყდება.

ელეგანტური ნინი ბადურაშვილი იმ ქართველ სელებრითებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც საკუთარი სტილი არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ ჩაცმულობაშიც გამორჩეული აქვს. ტრენდულად ჩაცმა და მუდამ ფორმაში ყოფნა ნინის ყოველდღიური თანმხლებია. აღსანიშნავია, რომ ნინი სტილის გარდა საკუთარ სხეულზეც აქტიურად ზრუნავს.

ფეხმძიმობის პერიოდში და ქალიშვილის გაჩენისას ნინის 18 კილოგრამი ჰქონდა მომატებული. დიახ, 18 კილოგრამი... მიუხედავად ამისა, ჭარბწონიანი ნინი არავის ახსოვს. მუდამ ფორმაშია და ამას ჯანსაღი ცხოვრების წესით ახერხებს. სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებელი შეამჩნევდა, რომ ნინი ინტენსიურად ვარჯიშობს. შესაბამისად, სპორტულ, კლასიკურ ან თავისუფალ სტილს გემოვნებიანად იხდენს.

ტელეგადაცემებში, სცენაზე, ვიდეორგოლის ჩაწერისას ან, თუნდაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც ჩანს, ნინი უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს. ერთ-ერთი გამორჩეული და შარმიანი მომღერალი საზოგადოების წინაშე თამამ გამოჩენას არ ერიდება. სოციალური ქსელი ნინის უახლესი ფოტოებით მომენტალურად ჭრელდება. ის, რომ ნინის პირადი ცხოვრება თითოეულ ბომონდის მოყვარულს აინტერესებს, უცნობი არაა. ახლა ნინის ახალმა გამომწვევმა სტილმა მიიქცია უდიდესი ყურადღება.

მომღერალმა ცნობილი ქართული სამოსის ხაზის სექსუალური და ტანზე გამოყვანილი კაბა მოირგო. ნინი მათთან თანამშრომლობდა და ტრენდულ სამოსს ერთად ქმნიდნენ. ქართველი გამოჩენილი ვარსკვლავის მოშიშვლებულმა ზურგმა თაყვანისმცემლების ყურადღება მიიქცია. ტანწერწეტა, სხეულის გამორჩეული ფორმების მქონე და უსექსუალურეს სამოსში გამოწყობილ მომღერალს ყველაფერი უხდება, აღნიშნეს ხელმომწერებმა.

ყველა ახალი ამბავი
0