Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ ვინ არიან ჯანეტ ქერდიყოშვილის გერები და როგორი ურთიერთობა აქვთ დედინაცვალთან

© Photo: Janet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაოჯახების შემდეგ ნოე სულაბერიძე შვილებთან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს. ამის გამო თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ ცოლის გამო მათ დროს აღარ უთმობს. ერთად გავარკვიოთ, ეს სიმართლეა თუ არა...

ცოტა ხნის წინ პროდიუსერი ნოე სულაბერიძე Instagram-ის ხელმომწერებმა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ჯანეტ ქერდიყოშვილთან დაქორწინების შემდეგ უფრო იშვიათად აქვეყნებს შვილების ფოტოებს. თუმცა, ჰოლანდიაში არასრულწლოვან შვილებთან ერთად გადაღებულმა ფოტომ ფანები გაახარა. ბავშვებმა უამრავი პოზიტიური კომენტარი დაიმსახურეს. ხოლო ნოეს უფროსი ვაჟი მამას შეადარეს.

ნოეს პირველი ვაჟი ალექსანდრე რუსკა მელაძისგან ჰყავს, რომელიც შვედეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ხოლო გოგონა ლიზი – „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ეკა სამხარაძისგან. ბავშვები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ღვიძლი და-ძმასავით ურთიერთობა აქვთ, ამიტომ ვერავის შეაქვს ეჭვი, რომ სხვადასხვა დედა ჰყავთ.

ჯანეტ ქერდიყოშვილი პროდიუსერ და ტელეწამყვან ნოე სულაბერიძის მესამე ცოლია. ნოეს ბავშვებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ დედინაცვალთან და ზაფხულში რამდენიმე დღე ზუგდიდში ერთად დაისვენეს.

ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ივნისში დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა და ქორწილი რესტორან „ბაგრატიონში” გადაიხადა, სადაც უამრავმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი. წყვილი მალე პირველ საერთო შვილს ელოდება. მანამდე ნოესა და მარიშკა ჯავახაძის რომანტიკულ ურთიერთობაზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა.

ყველა ახალი ამბავი
0