თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისში შეიქმნება სპეციალიზებული სამმართველო, რომელიც არასრუწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
გერმანიის პოლიციამ ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავა >>
საქართველოს პარლამენტის კომიტეტები ხუთშაბათს გიორგი გახარიას მეთაურობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე მინისტრობის კანდიდატების გეგმებს ეცნობიან.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტში პირველად იქმნება არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულის სპეციალიზებული საგამოძიებო სამმართველო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები საქართველოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბოლო დროს მასმედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მსგავსი დანაშაულების შესახებ, ყველაზე გავრცელებული კი ქურდობაა. 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 12,5 ათასი ქურდობა დაფიქსირდა, თუმცა რამდენია ჩადენილი არასრულწლოვნების მიერ, ჯერჯერობით უცნობია.
ადრე იუსტიციის სამინისტრომ დააანონსა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც არასრულწლოვანთა დანაშაულს ეხება. ცვლილებათა პაკეტი მცირეწლოვანი დამნაშავეების მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.