ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში
ეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო თვეების განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ 6,8%-ით გაუფასურდა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გადაწყვიტა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბოლო სამ თვეში ლარი აშშ დოლარის მიმართ 6,8%-ით გაუფასურდა. თუ 4 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსი იყო 2,7793 GEL/$1, 4 სექტემბერს ეს კურსი უკვე 2,9683 GEL/$1-ია.

ლარი - Sputnik საქართველო
რა ელოდება ლარს? ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა 0,5 საპროცენტო პუნქტით – 7%-მდე.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გამოანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

უფრო ადრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ლარის მცურავი კურსის პირობებში პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.

ყველა ახალი ამბავი
0