სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში არეულობები გრძელდება. პოლიციამ საპროტესტო გამოსვლების 70-ზე მეტი მონაწილე დააკავა. იხილეთ ფოტოები მოვლენათა ადგილიდან.
არეულობები კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქალაქის ერთ-ერთი შენობა დაიწვა და დაინგრა. დაიღუპა სამი ადამიანი. ამის შემდეგ ასობით ადამიანმა ქალაქის უდიდესი ბიზნეს-ცენტრი დაარბია, გაქურდეს მაღაზიები და დაწვეს ავტომობილები. არეულობები დაიწყო პრეტორიაშიც.
საპროტესტო აქციების მონაწილეთა უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სამხრეთ აფრიკაში ლესოტოდან, მოზამბიკიდან და ზიმბაბვედან მიგრანტების ჩასვლა გახდა. უცხოელების ტალღამ ადგილობრივებს სამსახური დააკარგვინა.
კვირას იოჰანესბურგში ასევე გაიმართა სატვირთო ავტომობილების მძღოლების საპროტესტო აქცია, რომლებიც უცხოელი მძღოლების დაქირავებით იყვნენ უკმაყოფილო.
© AP Photoიოჰანესბურგში პროტესტის დიდმა ტალღამ იფეთქა მეზობელი ქვეყნებიდან მიგრანტების ჩაყვანის გამო
1/14
© AP Photo
იოჰანესბურგში პროტესტის დიდმა ტალღამ იფეთქა მეზობელი ქვეყნებიდან მიგრანტების ჩაყვანის გამო
© AP Photo / Themba Hadebeკვირას იოჰანესბურგში შენობა დაიწვა და დაინგრა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო
2/14
© AP Photo / Themba Hadebe
კვირას იოჰანესბურგში შენობა დაიწვა და დაინგრა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო
© photo: AFP 2020 / MICHELE SPATARIასობით ადამიანმა ქალაქის მთავარი ბიზნეს-ცენტრი დაარბია, გაქურდეს მაღაზიები და დაწვეს ავტომობილები. არეულობა პრეტორიაშიც დაიწყო
3/14
© photo: AFP 2020 / MICHELE SPATARI
ასობით ადამიანმა ქალაქის მთავარი ბიზნეს-ცენტრი დაარბია, გაქურდეს მაღაზიები და დაწვეს ავტომობილები. არეულობა პრეტორიაშიც დაიწყო
© photo: AFP 2020 / GUILLEM SARTORIOპოლიცია იძულებული გახდა ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა
4/14
© photo: AFP 2020 / GUILLEM SARTORIO
პოლიცია იძულებული გახდა ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა
© AP Photo / Themba Hadebeიოჰანესბურგის ქუჩებში პოლიციის ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა
5/14
© AP Photo / Themba Hadebe
იოჰანესბურგის ქუჩებში პოლიციის ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა
© photo: AFP 2020 / GUILLEM SARTORIOპოლიციელები არეულობის მონაწილეებს მისდევდნენ და რეზინის ტყვიებს ესროდნენ
6/14
© photo: AFP 2020 / GUILLEM SARTORIO
პოლიციელები არეულობის მონაწილეებს მისდევდნენ და რეზინის ტყვიებს ესროდნენ
© photo: AFP 2020 / GUILLEM SARTORIOბოლო დღეების განმავლობაში იოჰანესბურგში არეულობის 70-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
7/14
© photo: AFP 2020 / GUILLEM SARTORIO
ბოლო დღეების განმავლობაში იოჰანესბურგში არეულობის 70-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
© photo: AFP 2020 / MICHELE SPATARIამ დროისათვის პოლიცია იარაღით განაგრძობს ქალაქის ქუჩებში პატრულირებას
8/14
© photo: AFP 2020 / MICHELE SPATARI
ამ დროისათვის პოლიცია იარაღით განაგრძობს ქალაქის ქუჩებში პატრულირებას
© photo: AFP 2020 / MICHELE SPATARIუკმაყოფილების მთავარი მიზეზი სამხრეთ აფრიკაში ლესოტოდან, მოზამბიკიდან და ზიმბაბვედან მიგრანტების ჩასვლა გახდა. უცხოელების ტალღამ ადგილობრივებს სამსახური დააკარგვინა
9/14
© photo: AFP 2020 / MICHELE SPATARI
უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სამხრეთ აფრიკაში ლესოტოდან, მოზამბიკიდან და ზიმბაბვედან მიგრანტების ჩასვლა გახდა. უცხოელების ტალღამ ადგილობრივებს სამსახური დააკარგვინა
© photo: AFP 2020 / GUILLEM SARTORIOპროტესტი გრძელდება, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების ამოცანა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაა
10/14
© photo: AFP 2020 / GUILLEM SARTORIO
პროტესტი გრძელდება, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების ამოცანა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაა
© REUTERS / MARIUS BOSCHაფრიკის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება, სიღარიბისა და უთანასწორობის დონე ამ რეგიონში კვლავაც უკიდურესია
აფრიკის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება, სიღარიბისა და უთანასწორობის დონე ამ რეგიონში კვლავაც უკიდურესია
© REUTERS / MARIUS BOSCHიმ დროს, როდესაც აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ნავთობისა და გაზის მოპოვების ხარჯზე საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობენ, აფრიკის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას ეწევა ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში
იმ დროს, როდესაც აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ნავთობისა და გაზის მოპოვების ხარჯზე საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობენ, აფრიკის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას ეწევა ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში
© REUTERS / MARIUS BOSCHაფრიკის ქვეყნების უმეტესობაში პრობლემატურია წყალი, ნიადაგის ნოყიერება, მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს ხსნის იმასაც, თუ რამდენად მწვავეა მიგრანტების პრობლემა, რომლებიც არსებობისათვის უკეთეს პირობებს ეძებენ
აფრიკის ქვეყნების უმეტესობაში პრობლემატურია წყალი, ნიადაგის ნოყიერება, მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს ხსნის იმასაც, თუ რამდენად მწვავეა მიგრანტების პრობლემა, რომლებიც არსებობისათვის უკეთეს პირობებს ეძებენ
© REUTERS / MARIUS BOSCHჯამში აფრიკის ქვეყნებს ჯერ კიდევ არ გადაულახავთ კოლონიური მმართველობის გადმონაშთები, იქ ნაკლებადაა განვითარებული გადამამუშავებელი საწარმოები, ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. ქვეყნების ნაწილი ასევე „არაბულმა გაზაფხულმა“ და უცხოურმა ინტერვენციებმა დააზარალა, ხოლო ზოგიერთს დასავლური კორპორაციები საშიში ნარჩენების დასაგროვებლად იყენებენ
ჯამში აფრიკის ქვეყნებს ჯერ კიდევ არ გადაულახავთ კოლონიური მმართველობის გადმონაშთები, იქ ნაკლებადაა განვითარებული გადამამუშავებელი საწარმოები, ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. ქვეყნების ნაწილი ასევე „არაბულმა გაზაფხულმა“ და უცხოურმა ინტერვენციებმა დააზარალა, ხოლო ზოგიერთს დასავლური კორპორაციები საშიში ნარჩენების დასაგროვებლად იყენებენ