თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ვილნიუსი-ბათუმის პირველი ჩარტერული რეისის მგზავრებს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს - მათთვის ფოლკლორული შემსრულებლების შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო, უამბეს „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთანაკადი 10%-ით შემცირდა >>
საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოვიდა 180 ტურისტი, რომელთა 95% დასვენებას ბათუმსა და ქობულეთში აპირებს.
ავიაკომპანია GetJet Airlines რეისებს ვილნიუსსა და ბათუმს შორის სექტემბრის ბოლომდე ორშაბათობით შეასრულებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტალინის შემდეგ ჩარტერული რეისები ბათუმში უკვე ვილნიუსიდანაც დაიწყოს. ამ შემთხვევაში ფრენები სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა გვახარებს ის, რომ კომპანია ფრენების რაოდენობის გაზრდას აპირებს. შემდეგ წელს ჩარტერული რეისები ლიეტუვიდან მთლიანი საზაფხულო ტურისტული სეზონის განმავლობაში გვექნება“, - განაცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ.
საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროებში.