თბილისი დღეს: ხმაური პარლამენტში, „სირცხვილის დერეფანი“ და დაანონსებული აქცია

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია ხელისუფლებას პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვით დაემუქრა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია პარლამენტის შენობის შესასვლელთან „სირცხვილის დერეფნით“ და სხდომათა დარბაზში სტვენით დაიწყო – მიზეზი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წარდგენა, რომლის თანამდებობიდან გადადგომასაც ოპოზიცია მესამე თვეა ითხოვს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ვინ არის გიორგი გახარია – საქართველოს მომავალი პრემიერის დოსიე

გახარიას 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის დაშლას არ პატიობენ. ყველაფერი დაიწყო საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლითა და მისი პარლამენტში გამოსვლით. ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს 240 ადამიანი დაშავდა.

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, გახარიას გადადგომის შესახებ მის სამართლიან მოთხოვნას და იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, მოქალაქეებს სრული უფლება ჰქონდათ პროტესტი გამოეხატათ. მათ წინ დაუხურეს კარი და სხდომათა დარბაზის ტერიტორიაზე არ შემოუშვეს, სადაც შესვლისა და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება ჰქონდათ. მე, როგორც დეპუტატი, ვალდებული ვიყავი ეს პროტესტი სხდომათა დარბაზში გადამეტანა“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან და ამით განმარტა, თუ რატომ გამოიყენა სხდომათა დარბაზში სასტვენი.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საშვები რამდენიმე აქტივისტზე დაუშვეს, რათა მათ საკუთარი პროტესტის პირდაპირ სხდომათა დარბაზში გამოხატვის საშუალება ჰქონოდათ, მაგრამ მათ დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს. მაშინ ხმაური თავად დეპუტატებმა ატეხეს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ისინი გააფრთხილა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ხმაურიანი ოპოზიციონერების ჯგუფი სხდომათა დარბაზიდან გავიდა და სხდომა მშვიდ ვითარებაში წარიმართა, აქტივისტები კი საერთოდ პარლამენტის შენობიდან გაიყვანეს.

თუმცა, ელენე ხოშტარიამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებს პირობა მისცა, რომ არ გაჩერდება და მათ კომფორტულ პირობებში მუშაობის საშუალებას არ მისცემს.

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
საარჩევნო მთავრობა თუ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა

„ისინი მშვიდობიან ფარგლებში მკაცრ პროტესტს მიიღებენ“, – განაცხადა ხოშტარიამ, რომელიც ოპოზიციურ პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმოადგენს.

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ოპოზიციას არაფერი გამოუვა.

„დღევანდელ პროტესტთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ შემდეგი: რეალობა ძალიან მძიმეა. რეალობა ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები არ იბრძვიან იმისთვის, რომ სიმართლე დაადგინონ. მათ ერთი მიზანი აქვთ – ტოლობის ნიშანი გაავლონ იმ ბოროტებასთან, რომელიც მათ ჩაიდინეს და იმასთან, რასაც ადგილი ჰქონდა 20-21 ივნისს. აქ ტოლობის ნიშანი არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველო“ დააფუძნეს იმ ავტორიტეტულმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც 2017 წლის დასაწყისში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოცხადდა საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცების თარიღი

„სინამდვილეში მათ ხალხი არ აინტერესებთ, მათი მთელი ისტორია ამაზე მეტყველებს. ესაა ფაქტი, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2012 წლამდე და მის შემდეგ. ისინი სპეკულირებენ დაზარალებული ხალხით და ამით ხარობენ. ეს სინამდვილეში ჩვენი საზრუნავია,  „ნაცმოძრაობისთვის“ კი უცხოა ადამიანური მიდგომა, მათთვის ესაა შესაძლებლობა რამე გააპროტესტონ. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება უნდა ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ, რომლებმაც აქციის ლეგიტიმური დაშლისას დაზიანებები მიიღეს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

დღეს გამართულ პლენარულ სხდომას მმართველი პარტიის გარდა ესწრებოდნენ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი.

ოპოზიციამ სამშაბათს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა.

 

ყველა ახალი ამბავი
0