მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ქართველი მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს, კულუარებში აქტი
მოდელი ნიკა ნაყოფიას შეყვარებულია და მან 10 ივნისს შეყვარებულს დაბადების დღეზე სიურპრიზიც მოუწყო – სამსახურში ტორტით და ბუშტებით მიადგა, რისი ამსახველი ფოტოც მოდელს „ინსტაგრამზე“ უდევს.
ნიკა ნაყოფიას ოჯახი „მადნეულისა“ და „კვარციტის“ აქციებს ფლობს. სწორედ „კვარციტის“ კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან და მისი შემოსავალი თვეში 220 000 ლარს შეადგენდა, რაც ამ თანამდებობისთვის ქვეყანაში უპრეცედენტო შემოსავალია.
ნიკას ლამაზი გოგონებით დაინტერესება პირველი ქორწინებით დასრულდა. მან ცოლად „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე მოიყვანა.
ქორწინების შემდეგ წყვილი ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ისინი დაშორდნენ და ხათუნა სხირტლაძე ახლა სხვაზეა დაქორწინებული.