მცირე ხნის წინ სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავი დომენიკ პარსელი საქართველოში იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აქ გადაღებებისთვის ჩამოვიდა. სინამდვილეში კი თავის მეგობარს, ქართველ მოდელს ლიკუნა ხაჭაპურიძეს სტუმრობდა და მას გადაღებებზე გაჰყვა, რის შედეგადაც ფოტოობიექტივშიც აღმოჩნდა.
როგორც ლიკუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დომენიკ პარსელს ხუთი წლის წინ „ინსტაგრამზე“ მისწერა და მას შემდეგ მეგობრობენ. თავად მსახიობმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო და ლიკუნა პირადად გაეცნო.
როგორც ლიკუნა ამბობს, დომენიკი ყველას ეუბნებოდა, რომ მას ქართველი მოდელის ცოლად შერთვა სურს, თუმცა ლიკუნამ მეგობრობა არჩია, მიზეზი კი 26-წლიანი ასაკობრივი სხვაობა აღმოჩნდა.
„აქ რომ იყო, 49 წლის გახდა, მე – 23-ის. ჰოროსკოპით ორივე მერწყულები ვართ და ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ ალბათ, ეგეც ასაკის ბრალია, ცოტა სიგიჟეები აკლდა“, – ამბობდა მოდელი.
ცოტა ხნის წინ მოდელმა ახალი შეყვარებული გამოაჩინა. ის ბოლო დროს ხშირად აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებს და განსაკუთრებით Instagram-ის „სთორებში“ აქტიურობს, სადაც საყვარელ ადამიანს სიყვარულს უხსნის.
მოდელის რჩეული ქართველი დათა ზაუტაშვილია. ქართველი მოდელი ლიკუნა ხაჭაპურიძე სამოდელო კარიერაში მისმა მეგობარმა და სტილისტმა არტურ ავაკოვმა აღმოაჩინა.