გამოქვეყნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ქულები

© Supreme Court of Georgiaსაქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანდიდატების მიერ მოპოვებული ქულების შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატების მიერ მიღებული ქულების რაოდენობის  შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
პარლამენტის საშემოდგომო სესია: თარიღები და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები

ყველაზე მეტი – 1132 ქულა მაია ვაჩაძემ დააგროვა, მეორე ადგილზეა გეწაძე შოთა, მესამეზე - გაბინაშვილი მერაბ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, უწყების წევრებმა კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს.

„პირველი კენჭისყრა შეეხება იმას, რომ რამდენ ვაკანსიაზეც არის გამოცხადებული კონკურსი, იმ რაოდენობის სია უნდა გაკეთდეს, ანუ 20-კაციანი სია. ამის შემდგომ ეს სია უნდა გამოქვეყნდეს და შემდეგ საბჭომ უნდა უყაროს კენჭი ამ სიაში შესულ კანდიდატებს იმასთან დაკავშირებით, წარედგინებიან თუ არა ისინი საქართველოს პარლამენტს. პირველად 20-კაციანი სიის შედგენა არ ნიშნავს კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენას. წარდგენაზე კანდიდატებს ცალკე ეყრებათ კენჭი და ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა ის, რომ მინიმუმ საბჭოს ათმა წევრმა დაუჭიროს მხარი კანდიდატს“, – განმარტა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა

ფარული კენჭისყრა, რომელზეც პარლამენტისთვის წარსადგენი 20 კანდიდატის ვინაობა უნდა გაირკვეს, იუსტიციის საბჭოში 4 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

კანდიდატი პარლამენტში წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს.

ყველა ახალი ამბავი
0