თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები ხუთშაბათს, 5 სექტემბერს დედაქალაქში მოღრუბლულ და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 25 გრადუსამდე დათბება. ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
მზე 06:30 საათზე ამოვა და 19:28 საათზე ჩავა.