Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გასაოცარი ბავშვია!“ – თეა წულუკიანმა ულამაზესი ქალიშვილის ფოტო გამოაქვეყნა

© Sputnik / Alexander Imedashviliთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეა წულუკიანმა პატარა შვილის – მერიკოს სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტომ უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა. იუსტიციიმ მინისტრის მხიარული შვილი ძალიან გაიზარდა. ნახეთ, ვის უფრო ჰგავს პატარა გოგონა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს, ისევე, როგორც პოლიტიკოსების უმეტესობა. მის მიმართ საზოგადოება მუდამ განსაკუთრებული ყურადღებითაა განწყობილი. თეა წულუკიანის დაოჯახებისა და დაფეხმძიმების შესახებ ჭორები დიდი ხნის მანძილზე ვრცელდებოდა, მანამ, სანამ გამორჩეული მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში არ გავიდა.

თეა წულუკიანს და მის მეუღლეს ნუგზარ კაკულიას პატარა მერიკო 2017 წლის 18 მარტს შეეძინათ. გოგონა გაგუას კლინიკაში დაიბადა. იმ დროისთვის ნუგზარ კაკულია იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოსტს იკავებდა.

თეა წულუკიანის შვილის გაჩენა ბევრისთვის სიურპრიზი იყო. სერიოზული მინისტრი პირად თემებზე იშვიათად საუბრობს. გარდა ამისა მერიკო საკმაოდ გვიან, 42 წლის ასაკში გააჩინა. თეა წულუკიანმა პატარა მერიკო პირველად ოლგა ბაბლუანის გადაცემაში „რა დროს ძილია“ გამოაჩინა. პატარა გოგონას მამას – ნუგზარ კაკულიას ამსგავსებენ.

მერი კაკულიას სახელი დედის გამზრდელი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს. თეა წულუკიანის თქმით, შვილის ყოლა გვიანი არასდროს არ არის და ქალებმა სტერეოტიპები უნდა დაამსხვრიონ. თეა წულუკიანმა უმაღლესი განათლება საფრანგეთსა და საქართველოში მიიღო. იუსტიციის მინისტრის პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბერიდან იკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0